პოროშენკო: ჰოლანდიის რეფერენდუმის შედეგები ევროკავშირთან ასოცირებას ხელს ვერ შეუშლის

ბრიტანეთის საგარეო სს: რუსეთმა ყირიმი უნდა დააბრუნოს

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროშენკომ  განაცხადა, რომ ნიდერლანდებში რეფერენდუმის შედეგები, რომელიც ევროკავშირთან ქვეყნის ასოციაციას ეხებოდა, ევროპისკენ მიმავალ გზაში უკრაინას ხელს ვერ შეუშლის.
“მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ეს რეფერენდუმი, ნიდერნალდენის კონსტიტუციისას და კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდდამხოლოდ საკონსულტაციო ხასიათს ატარებს. ასე, რომ ახლა სიტყვა ჰოლანდიის მთავრობაზე, პარლამენტზე და პოლიტიკოსებზეა. დარწმუნებული ვარ, რომ სტრატეგიულად, ეს მოვლენა უკრაინის ევროპისაკენ სწრაფვას ხელს ვერ შეუშლის” – პოროშენკოს მისი პრეს-სამსახური ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიაში გუშინ გამართულ რეფერენდუმზე ჰოლანდიელების 61,1%-მა განაცხადა, რომ ისინი უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების წინააღმდგი არიან.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: ევროპა დღეს გამოწვევების წინაშეა, თუმცა ამ გამოწვევების დაძლევის საუკეთესო გზა, მეტი ერთიანობაა
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი პრეზიდენტს არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ახალი განკარგულების გამოცემას ურჩევს