პოროშენკო ავაკოვს ტურჩინოვით შეცვლის

პოროშენკო ავაკოვს ტურჩინოვით შეცვლის

6უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ქვეყნის შს მინისტრის, არსენ ავაკოვის შეცვლას აპირებს ალექსანდრ ტურჩინოვით, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარეა -ამის შესახებ უკრაინული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.
“არაფერი პირადული. უბრალოდ, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ თვითონ უნდა აკონტროლებდეს ყველა ძალოვანს, ავაკოვს კი “საკუთარ ადამიანად” არ თვლის” – ამბობს წყარო, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ გადაადგილების შემდეგ, ტურჩინოვის ადგილზე უკრაინის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ვასილ გრაცკი დაინიშნება, რომლის ადგილზე, თავისი მოადგილე პაველ დემჩინი მოვა.

შეგახსენებთ, რომ 26 აგვისტოს შს მინისტრის არსენ ავაკოვის განთავისუფლების შესახებ პროექტი გადაწყვეტილება დარეგისტრირდა, რომლის ინიციატორი დეპუტატი სერგეი კაპლინი იყო.

შს მინისტრი არა ერთხელ გააკრიტიკეს თავის უწყებაში მიმდინარე რეფორმების ჩავარდნის გამო. მათ შორის, ავაკოვის წინააღმდეგ გამოდიოდა ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი დავით ბაქრაძეს “ნაციონალური მოძრაობის” დატოვებას სთხოვდა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის“ წევრები თავად გაიძახიან, რომ პოლიტპატიმრები არიან, კითხვები კი ამ მხრივ აღარ არის არც ევროპაში და არც ამერიკაში”