უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრე პოროსენკომ “პანამური დოკუმენტის” პასუხად განაცხადა, რომ ის უკვე აღარ მართავს საკუთარ აქტივებს – საუბარი იყო არადეკლარირებულ ოფშორულ კომპანიაზე.
“მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი, მე აქტივებს აღარ ვმართავ და ამ საქმეს შესაბამისი კონსალთინგი და იურიდიული კომპანია ხელმძღვანელობს. ველოდები, რომ ისინი ამომწურავ ახსნა-განმარტებას გააკეთებენ უკრაინელი და საერთაშორისო პრესისთვის” – დაწერა პოროსენკომ “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
შეფგახსენებთ, რომ გუშინ ჟურნალისტ-გამომძიებელთა საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა მასალები, სადაც ოფშორში დარეგისტრირებულ არადეკლარირებულ კომპანიებზეა საუბარი. მათ შორის იყო უკრაინის პრეზიდენტი.