პოროშეკნომ ბრიტანეთის რეფერენდუმის კომენტირებისას რუსეთს აგრესორი უწოდა

ბრიტანეთის საგარეო სს: რუსეთმა ყირიმი უნდა დააბრუნოს

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ “ფეისბუქის” საკუთარ გევრდზე ბრიტანეთის რეფერენდუმზე კომენტარი გააკეთა.
“რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, მჯერა, რომ ბრიტანეთი ევროპის ერთგული დარჩება და საერთო ევროპულ ღირებულებებს დაიცავს” – განაცხადა პოროშენკომ . მისი თქმით, “ევროკავშირმა ევროსკეპტიკოსების გულებში გზა უნდა იპოვოს, რომ ევროინტეგრაციის პროექტის ოპონენტებს და მათ მდიდარ სპონსორებს შანსი არ მისცენ. იმედს გამოვთქვამ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, როგორც აგრესორი ქვეყნისადმი, გაგრძელდება” – დაწერა პოროშენკომ.

შეგხსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას 17 410 742 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 51,9%-ია. წინააღმდეგ გამოვიდა 16 141 241 ადამიანი, რაც 48,1%-ია.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ,,დე ფაქტო ხელისუფლება ვერ აცნობიერებს რა მასშტაბის პრობლემასთან აქვს საქმე”
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მაუწყებლის შრომითი დავა ურთიერთშეთანხმებით დასრულდა