“ფოფხაძეს ბესელიაზე ზრუნვას ურჩევნია ბორჯომს მიხედოს”

news
: news თებერვალი 26, 2016 14:40

“ფოფხაძეს ბესელიაზე ზრუნვას ურჩევნია ბორჯომს მიხედოს”

ბორჯომის საკრებულოს წევრი ლეიბორისტული პარტიიდან, გიორგი გიუაშვილი მოუწოდებს ხელსუფლებას შეიტანოს მაღალმთიანი სოფლების ნუსხაში ბორჯომის რაიონის 15 გამორჩენილი სოფელი.
,,უნიათო და არაკომპეტენტური ხელისუფლების დამსახურებით, საქართველო ასობით სოფელი დარჩა მაღლმთიანი სტატუსის გარეშე.
როგორც ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი, წარმოგიდგენთ ზღვის დონიდან 1000 – 1700 მეტრის სიმაღლეზე მდებარე, სტატუსის გარეშე დარჩენილი სოფლები ნუსხას. ეს სოფლებია: მზეთამზე (1250), ცემი (1120), საკირე (1280), ტაძრისი ( 1280), დვირი (920). ჭობისხევი (900), ტიმოტეს უბანი (1100), წაღვერი (1050), სადგერი (1020), გუჯარეთი 91600), ღინტური (1640), წითელსოფელი ( 1760), ვარდევანი (1550), ოდეთი (16400) , ღვღისმსობელი (1560).
მოვუწოდებ ეკა ბესელიას კამერდინერს გედევან ფოფხაძეს, როგორც ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი, შეუდგეს მასზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ის არის კანონმდებელი, ბორჯომის რაიონის წარმომადგენელი პარლამენტში და ყველფაერი უნდა გაეკეტებინა, თუნდაც ,,კბილებით“ გაეტანა, რომ ამ სოფლებს მაღალმთიანი სოფლების სტატუსი მინიჭებოდათ.
მივმართავთ საქართველოს პარალამენტს და აღმასრულებელ ხელისუფლებას გადაიხედოს სოფლების ნუსხა, გამოსწორდეს ყველა ხარვეზი და ბორჯომის რაიონის აღნიშნულ სოფლებს მიენიჭოთ მაღალმიანის სოფლების სტატუსი”,- აცხადებს გიორგი გიუაშვილი .

news
: news თებერვალი 26, 2016 14:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,165
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics