ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ძმებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ძმებს მახირ და ნაზიმ ჯაფაროვებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე კულულაშვილმა ადგილზე თათბირით მიიღო. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების 1000-1000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

სასამართლოზე თავად ბრალდებულებმა განმარტეს, რომ ნარკოტიკულ საშუალებებთან მათ არავითარი კავშირი არ აქვთ. მახირ ჯაფაროვმა აღნიშნა, რომ ნარკოტიკი მისი სახლიდან არ ამოუღიათ. ამასთან ბრალდებულის თქმით, იმის გამო, რომ წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, უკანონო საქმიანობას არ ეკარებოდა.

რაც შეეხება შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებას, დაცვის მხარე ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ბრალდებულებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს.

banner
წინა სტატიაშილეონარდი დიკაპრიო ლეონარდო და ვინჩის განასახიერებს
შემდეგი სტატიაახალ აღმაშენებელზე ღია კაფეების მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს და „საგანგაშო არაფერი ხდება“