ფონიჭალაში მოკლული ნინა რომანაძის მეუღლე აცხადებს, რომ პოლიცია მას მკვლელობის აღიარებას სთავაზობდა

ფონიჭალაში მოკლული ნინა რომანაძის მეუღლის პირველი კომენტარი. ოჯახის უფროსი, რომელიც მთელი ღამე დაკითხვაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ პოლიცია მას მკვლელობის აღიარებას სთავაზობდა. ოთარ მამფორია აცხადებს, რომ მისთვის მეუღლის და შვილის გარდაცვალების მოტივი უცნობია.

შსს-ში აცხადებენ, რომ მამაკაცზე სამართალდამცველებს მსგავსი არაფერი უთქვამთ.

როგორც თავად მამფორია ყვება, დილით 35 წლის მეუღლე და 3 წლის შვილი დაძინებული დატოვა და მომხდარის შესახებ სამსახურში გაიგო. ოჯახი მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად მკვლელობად განიხილავს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ახვლედიანი: იუსტიციის საბჭო და მისი თავმჯდომარე უნდა წავიდეს
შემდეგი სტატია2017 წელს აშშ საქართველოსთვის 63 მილიონ დოლარს გამოყოფს