ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა. გიორგოი ხაბელაშვილისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდა პროკურატურაც. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს გამოაცხადა. გამამტყუნებელი ვერდიქტი კი ბრალდებულს ნაფიცმა მსაჯულებმა გუშინ, რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ გამოუტანეს. მათ გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.

საქმის მასალების თანახმად, „2016 წლის 22 თებერვალს, ბრალდებული 7000 აშშ დოლარის ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით მივიდა მისი ნაცნობის ოჯახში, სადაც მოკვლის განზრახვით ნონა რ.-ს თავში დაარტყა სკამი, რის შემდეგაც მსხვერპლისთვის ტანჯვის მიყენების მიზნით დანით სხეულის სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ჭრილობა მიაყენა დედას და მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ”.

გარდა, ამისა, გამოძიების მასალების მიხედვით, “ბრალდებული დაეუფლა ოჯახში არსებული ოქროს ნივთების ნაწილს ღირებულს 5000 ლარად, ხოლო ოქროს ნივთების სხვა ნაწილს და ფულად თანხას ვერ მიაგნო. კვალის დაფარვის მიზნით, ნავთობპროდუქტების გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა საცხოვრებელ ბინას, თავად კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან”.

banner
წინა სტატიაშიაშშ ასანჟის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
შემდეგი სტატიაიაპონიაში, ფხენიანზე თავდასხმის შემთხვევაში, რეკომენდაციები გამოქვეყნდა