ფონდი ,,ნატვრის ხე“- განცხადება: რატომ ვერ შეხვდა სოფია ლორენი საქართველოს პატრიარქს

3e128b485604c6f9dc3d42017ba127a6სოფია ლორენის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის საქართველოს პატრიარქს არ შეხვდებოდა, ფონდი ,,ნატვრის ხე“ კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ დაგეგმილ შეხვედრაზე ვერ მისვლის გამო, მან ბოდიშიც მოიხადა

ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდი “ნატვრი ხე” განცხადებას ავრცელებს და იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც სოფია ლორენი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ვერ შეხვდა. სოფი ლორენის განცხადებას იმის შესახებ, რომ ის საქართველოს პატრიარქს არ შეხვდებოდა, ფონდი ,,ნატვრის ხე“ კატეგორიულად უარყოფს.
,,პირველ რიგში, მადლობა გვინდა, გადავუხადოთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად თუნდაც ერთი ლარი გაიღო.

გვსურს, გამოვეხმაუროთ გუშინ რიგი მედიასაშულებებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მსოფლიო კინოვარსკვლავმა სოფია ლორენმა განაცხადა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს არ შეხვდებოდა.

ვაცხადებთ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება სოფია ლორენს არ გაუკეთებია, მეტიც, მან ბოდიში მოიხადა დაგეგმილ შეხვედრაზე ვერმისვლის გამო. მსახიობი დილით, გამთენიისას, დაგვიანებით შესრულებული რეისით ჩამოფრინდა, რომელიც თითქმის 2 საათი ტურბოლენტულ ზონაში იყო, რის გამოც სოფია ლორენი თავს შეუძლოდ გრძნობდა და მის უწმინდესობასთან შესახვედრად საპატრიარქოში მისვლა ვერ შეძლო, აღსანიშნავია, რომ მსახიობი 81 წლის არის.

ასევე აღსანიშნავია, რომ პრემიერი პირადად მივიდა ვარსკვლავის მოსანახულებლად “რუმს ჰოტელში”.

გუშინ, 15 ივნისს, სოფია ლორენს ოპერაში, საპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვდენ და მას პატრიარქის მიერ გაგზავნილი საჩუქარი – თამარ მეფის ჯვრის ანალოგი გადასცეს.

მსახიობმა საპატრიარქოს წარმომადგენლებს არშემდგარი შეხვედრის მიზეზი პირადად გააცნო და მის უწმინდესობას ბოდიში მოუხადა. სოფია ლორენის თქმით, ის აუცილებლად შეხვდება პატრიარქს სხვა დროს, რადგან მის შესახებ ბევრი სმენია და სურს, პირადად გაიცნოს.

მსახიობმა აღნიშნა, რომ პატრიარქის მიერ ნაჩუქარ ჯვარს ამ დღიდან დიდი სიყვარულით ატარებს.

გავრცელებული ინფორმაცია არის დეზინფორმაცია, რომელიც ფონდ „ნატვრის ხისა“ და მისი უწმინდესობის იმიჯის შებღალვას ემსახურება” – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე : „საქართველო ვერც ნატო-ს წევრი გახდება, ვერც უახლოეს პერიოდში ვიზალიბერალიზაციას მიიღებს”
შემდეგი სტატიატრამპმა პირობა დადო, რომ ის კიმ ჩენ ინს აშშ-ში უმასპინძლებს და სადილის გარეშე დატოვებს