პომპეომ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ამერიკა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გააფართოვებს.

“ვიცით, რომ სანქციების მნიშვნელოვანი ნაწილი CAATSA-ს ფარგლებშია მიღებული, უფრო მეტი მალე იქნება” – განაცხადა პომპეომ, ამასთანავე, არ დაუკონკრეტებია, რა სანქციებზეა საუბარი. ადრე დონალდ ტრამპმა თეთრ სახლს დაავალა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტის მომზადება  საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების შეუსრულებლობის გამო.

banner
წინა სტატიაშიცუკერბერგთან ფოტოს გამო ევროპარლამენტარს “ტვიტერში” გაუბრაზდნენ
შემდეგი სტატიასადამ ჰუსეინის სუპერიახტიდან სასტუმრო გააკეთეს