“პოლონური საკონცენტრაციო ბანაკის” გამო ვარშავა ვატიკანზე გაბრაზდა

ვარშავა ვატინაკის კათოლიკურ პორტალში გამონათქვამმა “პოლონური საკონცენტრაციო ბანაკი” აღაშფოთა – სატელევიზიო არხი TVN24 იტყობინება.
კათოლიკურმა პორტალმა Il Sismografo, რომის პაპისა და ოსვენცემში დაბადებული ერთადერთი ქალის შეხვედრისას, მისი დაბადების ადგილს “აუშვიცის პოლონური საკონცენტრაციო ბანაკი” უწოდა.
ვარშავამ ვატიკანში და იტალიაში საკუთარ საელჩოს “ზომების მიღება” დაავალა და ხაზი გაუსვა, რომ ოსვენცემი (აუშვიცი) პოლონური ბანაკი კი არა, ნაცისტური ბანაკი იყო პოლონეთის მიწაზე.

საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენცემი (აუშვიცი) პოლონეთის ქალაქ კრაკოვიდან 70 კილომეტრშია. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტებმა ბანაკში მილიონნახევარი ადამიანი დაწვეს ან მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიევროკომისია თურქეთის ვიზალიბერალიზაციის საკითხს სექტემბერში განიხილავს
შემდეგი სტატიაცესკო-მ ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე პრეზიდენტს მიმართა