პოლონეთში ლეხ კაჩინსკის ცხედრის ეკსგუმაცია ჩატარდება

პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით დღეს, ორშაბათს ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის გვამის ფრაგმენტების ეკსგუმაცია ჩატარდება – პრეზიდენტი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად რუსეთში, სმოლენსკში 2010 წლის გაზაფხულზე ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
პოლონური მედიის ცნობით, სულ 83 ცხედრის ნარჩენებს ჩაუტარდება ეკსგუმაცია. სავარაუდოდ, კვლევებს ორი თვე დასჭირდება.
პროკურორების თქმით, ეკსგუმაცია აღნიშნული კატასტროფის გამოძიებისას დაშვებული შეცდომებისთვის არის საჭირო, რომელიც რუსმა კრიმინალისტებმა ჩაატარეს.
გამოძიებას ასევე აინტერესებს შეიცავენ თუ არა ნარჩენები ასაფეთქებელი ნივთიერების კვალს.

banner
წინა სტატიაში“ინფლაციას და დევალვაციას ერთმანეთისგან ვერ არჩევს” -ჭიაბერაშვილი კვირიკაშვილზე
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი: ლარი შეიძლება ხანდახან გაუფასურდეს, ხანდახან გამყარდეს