პოლონეთმა რუსეთი სმოლენსკის მსხვერპლთა ცხედრების შეცვლაში დაადანაშაულა

6სმოლენსკის კატასტროფის გამომძიებლებმა იცოდნენ, რომ გაქცევაში მყოფი პრეზიდენტის, რიშარდ კაჩოროვსკის კუბოში სხვისი ცხედარი იდო – წერს Gazeta Polska.
“სმოლენსკის კატასტროფიდან 5 თვის შემდეგ პოლონეთის მთავრობას შეატყობინეს, რომ რუსებმა რიშარდ კაჩოროვსკის კუბოში სხვისი გვამი ჩადეს” – წერს გამოცემა.

მისი ინფორმაციიდან გამომდინარე, გვამის შეცვლის შესახებ იცოდა კატასტროფის გამომძიებელმა კომისიამ და ასევე, მთავარმა სამხედრო პროკურატურამ. გამოცემა ამტკიცებს, რომ ინფორმაცია არ მიაწოდეს კაჩოროვსკის ოჯახს, ესგუმაცია კი სპეციალურად დაიბლოკა.

“ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაჩოროვსკის კუბოში სხვა ესვენა, მოსკოვში პოლონეთის საელჩომ 2010 წლის 24 სექტემბერს მიიღო” – წერს Gazeta Polska, რომელიც ამტკიცებს, რომ ეჟი ბარმა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად აცნობა პოლონეთის მთავრობას.

შეცდომები ასევე ეხებოდა სმოლენსკის კატასტროფის სხვა მსხვერპლებს.
გამოცემა წერ, რომ ბარის წერილი მაშინდელი პრემიერის დონალდ ტუსკის კანცელარიის მეთაურმა მიიღო, ასევე იუსტიციის მინისტრმა და პროკურორებმა, რომლებიც კატასტროფის მიზეზების გამოძიებას ხელმძღვანელობდნენ.

“ეს სკანდალია და მე აღშფოთებული ვარ. ის, რომ პრეზიდენტ რიშარდ კაჩოროვსკის გვამის იდენთიფიცირებასთან პრობლემები იყო, ოჯახმა 2012 წელს შეიტყო, ანუ, ესგუმაციამდე. ადრე ოჯახს არავინ არაფერი შეატყობინა” – ამბობს გნევომირ როკოშ-კუჩინსკი, ევროპული ახალგაზრდული ცენტრის წარმომაგენელი.

რიშარდ კაჩოროვსკი პოლონეთის გაქცეული პრეზიდენტი იყო 1989-1990 წლებში.

banner
წინა სტატიაშიხათუნა სამნიძის განცხადებით რესპუბლიკელი მინისტრები დაკავებულ თანამდებობებს აგვისტოში დატოვებენ
შემდეგი სტატიასამართალდამცავებმა ერთი მოქალაქე დააკავეს