პოლონეთმა რუსეთი ევროპის უსაფრთხოების კრიზისში დაადანაშაულა

პოლონეთმა რუსეთი ევროპის უსაფრთხოების კრიზისში დაადანაშაულა

პოლონეთმა რუსეთი ევროპის უსაფრთხოების კრიზისში დაადანაშაულაპოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიტოლდ ვაშიკოვსკმა განაცხადა, რომ პოლონეთის ერთ-ერთი პრიორიტეტია რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება – წერს პოლონური “გაზეტა ვბორჩა”.
სეიმის სხდომაზე გამოსვლისას ვაშიკოვსკმა განაცხადა: “ევროპას სამი დიდი კრიზისი დაატყდა თავს: უსაფრთხოების კრიზისი, კეთილმეზობლობის კრიზისი და სრულიად ევროპული პროექტის კრიზისი. აქედან, ყველაზე დიდ შეშფოთებას უსაფრთხოება იწვევს. სხვა მიზეზების გარდა ის გამოწვეულია დასავლეთ და სამხრეთ საზღვრებზე სიტუაციის მკაფიოდ გაუარესებით, მათ სორის პოლონეთში”. მისი განმარტებით, საუბარია რუსეთის აგრესიულ და დესტრუქციულ პოლიტიკაზე, რომელიც “მოწადინებულია არსებული წესრიგი შეცვალოს”.

ვაშიკოვსკმა ასევე განაცხადა, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, ვარშავა მოსკოვთან ურთიერთობის დათბობას გეგმავს.

banner
წინა სტატიაშიCNN-ის ცნობით ჩრდილოეთ კორეის წყალბადის ბომბის გამოცდა წარუმატებელი იყო
შემდეგი სტატიაშსს-მ გარდაბნის მე-2 საარჩევნო უბანთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო