პოლონეთმა პრეზიდენტ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოგდებაში რუსი დისპეჩერები ოფიციალურად დაადანაშაულა

პოლონეთის პროკურატურამ რუს დისპეჩერებს პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და მთავრობის თვითმფრინავის კატასტროფაში ბრალი ოფიციალურად დასდო – შემთხვევა 2010 წელს რუსეთში, სმოლენსკში მოხდა. როგორც დღეს ვარშავაში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გენერალურმა პროკურორმა მარეკ პასიონოკმა განაცხადა, ნივთმტკიცებულებების ანალიზი აჩვენებს, რომ კატასტროფაში ორი რუსი დისპეჩერია მონაწილე. მან ასევე აღნიშნა, რომ დისპეჩერის ანძაზე კიდევ იმყოფებოდა მესამე ადამიანი, რომლის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
“თვითმფრინავის ფრაგმენტებს ესპანეთსა და ბრიტანეთის ლაბორატორიებში შეისწავლიან. ორ დისპეჩერს კატასტროფის განზრახ პროვოცირებაში წაეყენებათ ბრალი” – განაცხადა პროკურორმა – “ბიბისი” ავრცელებს.
შემთხვევა 2010 წლის 10 აპრილს მოხდა. პრეზიდენტის თვითმფრინავში მჯდარი მთავრობის 95-ვე წევრი და ეკიპაჟის წევრები კატასტროფის დროს დაიღუპნენ.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე გელა ხვედელიძის ფოტოს აქვეყნებს
შემდეგი სტატიამექსიკაში ჟურნალისტის მკვლელობის შემდეგ გაზეთი დაიხურა