პოლონეთმა პირობა დადო, რომ „დონალდ კუკთან“ დაკავშირებით შურს იძიებს

პოლონეთმა პირობა დადო, რომ „დონალდ კუკთან“ დაკავშირებით შურს იძიებს

პოლონეთი და აშშ ერთობლივ პასუხზე მუშაობენ რუსული გამანადგურებლების მხრიდან ბალტიის ზღვაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით – ასეთი რეაქცია მოყვა რუსული სუ-24-ების ამერიკულ ხომალდ „დონალდ კუკთან“ მაიხლოების შემთხვევას – დღეს პოლონური მედია წერს.
„ჩვენ ამერიკელებთან ბალტიის ინციდენტზე ვისაუბრებთ. ის მათ წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ ჩვენ ჩვენს პასუხს მოვიფიქრებთ“ – განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვიტოლდ ვაშიკოვსკმა.
მან აღნიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციები რუსეთის მხრიდან პერმანენტულად შეინიშნება და „შეკითხვა იმაში მდგომარეობს – რისკენ არის ის მიმართული“ – აღნიშნა ვაშიკოვსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ბალტიის ზღვაზე ამერიკულ ხომალდს რუსული სუ-24 9 მეტრის სიშორეზე მიუახლოვდა და საავარიო სიტუაცია შექმნა. ინციდენტი რამდენჯერმე განმეორდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრებს იწყებს
შემდეგი სტატია„ეს შენ გეხებას” წევრები სესიაშვილს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებენ