პოლონეთმა ნატო-რუსეთის პოლიტრიკის გადახედვა დააანონსა

ნატო რუსეთთან “გაღიზიანების პოლიტიკიდან” თავშეკავების პოლიტიკაზე გადავა – განაცხადა პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ანტონი მაჩერევიჩმა – პოლონური Onet-ი წერს.
“ნატოს ყველა წევრი ქვეყანა უჭერს მხარს ამ აზრს. უბრალოდ, მატერიალიზდა ის, რასაც ჩვენ ვაფრთხილებდით… აღმოჩნდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსულ იმპერიალიზმზე საუბრისას, ჩვენ მართალი გამოვდექით” – განაცხადა მაჩერევიჩმა.
მინისტრმა რუსეთის მთავრობა უკრაინაში, სირიასა და ბალტიის ქვეყნებში აგრესიული პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ 8 და 9 ივლისს ვარშავაში ნატოს სამიტი გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქეებს 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
შემდეგი სტატიაავღანელმა თვითმკვლელმა-თალიბმა შემთხვევით 11 კოლეგა ააფეთქა