პოლონეთის წინადადებაა ლტოლვილებს იარაღი დაურიგონ და საომრად გააგზავნონ

პოლონეთის წინადადებაა ლტოლვილებს იარაღი დაურიგონ და საომრად გააგზავნონ
პოლონეთის წინადადებაა ლტოლვილებს იარაღი დაურიგონ და საომრად გააგზავნონპოლონეთმა ლტოლვილ მამაკაცებს იარაღი უნდა დაურიგოს და საკუთარ სამშობლოში უნდა დააბრუნოს, რომ თავისუფლებისათვის იბრძოლონ – ასეთი განცხადება გააკეთა პოლონეთის ქრისტიანული პარტიის ლიდერმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
“ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, ჩვენ ქალები და ბავშვები უნდა მივიღოთ, თუკი ამის აუცილებლობაა” – განაცხადა მან.
პოლიტიკოსმა ასევე გააკრიტიკა ევროკავშირი ახლო აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთ აფრიკადან შემოსული ლტოლვილთა რაოდენობის გამო. მისი აზრით, ვარშავა არასდროს დათანხმდება ლტოლვილთა კვოტებით მიღების საკითხს.

4 მაისს ევროკავშირმა წევრ-ქვეყნებს შესთავაზა ე.წ. სოლიდარობის გადასახადი გადაუხადოს იმ ქვეყანამ, რომელიც ლტოლვილებს არ მიიღებს, იმ ქვეყანას, რომელიც დევნილს ამ სტატუსს მიანიჭებს. წინადადება რამდენიმე ქვეყანაში საემიგრაციო კრიზისის შემცირების მიზნით იქნა მიღებული.

banner
წინა სტატიაში(video) თურქეთში ოპოზიციონერ ჟურნალისტს თავს დაესხნენ
შემდეგი სტატია“პანამის დოკუმენტების” წყარომ თავისი მოტივი ახსნა