პოლონეთის სენატმა ვოლინის ტრაგედია გენოციდად აღიარა

პოლონეთის სენატმა ვოლინის ტრაგედია გენოციდად აღიარა

1 (1)პოლონეთის პარლამენტის უმაღლესმა პალატამ მიიღო დადგენილება, რომელშიც ვოლინის ტრაგედიას გენოციდს უწოდებს – “რადიო პოლონეთი” ავრცელებს.
დოკუმენტში სენატორებმა ქვედა პალატელ კოლეგებს მოუწოდეს, რომ 11 ივლისი გენოციდის მსხვერპლთა ეროვნულ დღედ გამოაცხადონ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ “ვოლინის ხოცვის მსხვერპლი, პოლონელების გარდა გახდნენ ებრაელები, ჩეხები, სომხები და ეროვნული უმცირესობების სხვა წარმომადგენლები, რომლებიც ტრაგედიის მსხვერპლთა დახმარებას ცდილობდნენ”.

დადგენილებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტრაგედიის მსხვერლთა ხსოვნა, რომელიც უკრაინელმა ნაციონალისტებმა 1940-იან წლებში ჩაიდინეს, დღემდე საჭიროდ არ იყო შეფასებული.

ვოლინის ტრაგედია 1943 წელს ვოლინის ტერიტორიაზე მოხდა. მაშინ უკრაინელმა ნაციონალისტებმა 36-დან 100 ათასამდე ადამიანი დახოცეს.
უკრაინა და პოლონეთი სხვადასხვაიანირად აფასებს მომხდარს. უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ივანე კლიმპუშ-ცინცაძემ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის ბოდიში მოუხადოს პოლონეთს, თუკი ეს უკანასკნელი მომხდარის შესახებ მტკიცებულებების წარდგენას შეძლებს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთი რუსეთს მიიჩნევს პარტნიორად და არა საფრთხედ
შემდეგი სტატიავარშავაში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დასრულდა, რომელზეც ერთობლივი განცხადება შეიმუშავეს