პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფის საქმეში ახალი გარემოება გამოჩნდა

პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავის კატასტროფის საქმეში ახალი გარემოება გამოჩნდა

21პოლონურმა მხარემ იცოდა იმის შესახებ, რომ სმოლენსკის აეროპორტი დაკეტილი იყო პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის რუსეთში ვიზიტის დღეს – ამის შესახებ მოწმემ განაცხადა. მის სიტყვებს სააგენტო PAP-ი ავრცელებს.
პოლონეთის კანცელარიის ყოფილი თანამშრომელი მაცეი ი. ქვეყნის ხელმძღვანელების უცხოურ ვიზიტებს კურირებდა -ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. მოწმე ამტკიცებს, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და შსს ლეხ კაჩინსკის არწმუნებდნენ ვიზიტის გადადების თაობაზე.

ი-ს თქმით, რუსულმა მხარემ ვარშავას აცნობა, რომ 2010 წლის 7 აპრილს, პოლონეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის ვიზიტისას აეროპორტი სრულებით იქნებოდა მზად, მაგრამ “10 აპრილისთვის სრული მზაობის მხარდაჭერა რთული იქნება”.
კატასტროფის დღეს მაცეი ი. სმოლენსკის აეროპორტში იმყოფებოდა. მისი თქმით, პოლონური თვითმფრინავი მოსკოვში ან ბრიანსკში უნდა დამჯდარიყო, თუმცა, შემდეგ გამოირკვა, რომ პრეზიდენტის თვითმფრინავმა მაინც სმოლენსკში დაჯდომა სცადა.

მოწმის თქმით, კატასტროფის შემდეგ მან მართვის კოშკში გაიგო თუ როგორ უთხრა ერთმა რუსმა სამხედრომ მეორეს, რომ მან ბრძანება გასცა არ ეცადათ დაჯდომა სმოლენსკის აეროპორტში.

თვითმფრინავი Ту-154М, რომლის ბორტზეც პოლონეთის მთავრობა თითქმის სრული შემადგენლობით იმყოფებოდა, 2010 წლის 10 აპრილს რუსეთში, სმოლენსკში ჩამოვარდა. თვითმფრინავზე მყოფი ყველა მგზავრი და ეკიპაჟის წევრები გარდაიცვალნენ.

banner
წინა სტატიაშითურქეთმა გიულენის აშშ-დან ექსტრადაციის პროცედურა დაიწყო
შემდეგი სტატიამედია იტალიაში 84 დაღუპულზე ავრცელებს ინფორმაციას