პოლონეთის მთავრობამ თვალთვალის შესახებ სკანდალური კანონი დაამტკიცა

პოლონეთის მთავრობამ თვალთვალის შესახებ სკანდალური კანონი დაამტკიცა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც დაზვერვის სამსახურების გაფართოებულ უფლებებს ეხება – ამის შესახებ “როიტერსი” წერს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ სკანდალური კანონი, რომელიც ხვალ, შაბათს შევა ძალაში, უფლებადამცველების დიდი კრიტიკის მიუხედავად იქნა მიღებული, რომლებიც თვლიან, რომ კანონით პოლონელების პირადი ცხოვრება საფრთხის ქვეშ დადგა. დოკუმენტის მიხედვით, სპეცსამსახურებს უფლება აქვთ მოქალაქის ელექტრონული ინფორმაციის მატარებლებს უთვალთვალონ და მასზე წვდომა მიიღონ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე.
“როიტერსის” თქმით, მიღებული კანონი, შესაძლებელია ვარშავასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამწვავების მიზეზი გახდეს.

banner
წინა სტატიაშიკიოლნის კარნავალი: ქალებზე 22 სექსუალური თავდასხმა მოხდა
შემდეგი სტატია(VIDEO)ტაივანში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა