პოლონეთის არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ მიუღია წერილი სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ – პოლონელი დეპუტატი

„პოლონეთის არცერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ მიუღია წერილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის შესახებ,“ – ამის შესახებ პოლონელი დეპუტატი, მალგორზატა გოსიევსკა Facebook-ის პირად გვერდზე წერს. განცხადება სოციალურ ქსელში ქართულ ენაზეა გამოქვეყნებული.

დეპუტატი აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება, როგორც პოლონეთის მეგობარი, ხოლო პოლონეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მას ეპყრობა იმ პატივით, რასაც იმსახურებს პოლიტიკოსი, რომელმაც არსებითი როლი ითამაშა პალონეთსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში.

“კეთილგანწყობა და პატივისცემა, რითაც პოლონელები განმსჭვალულნი არიან მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არის საყოველთაო და არ არის დამოკიდებული შიდა დაყოფებისა თუ პოლიტიკური სიმპათიებისგან. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ნებისმიერი ქმედებისას საჭიროა სიტუაციის ძირფესვიანი გაანალიზება, რათა არ იქნეს მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რაც პოლონეთში არ იქნება მოწონებული,” – წერს მალგორზატა გოსიევსკა.

banner
წინა სტატიაშიე.წ რუსი მესაზღვრეები ქართველებს მიწის ნაკვეთებს ართმევენ-რა მოხდა სოფელ გაგიდაში
შემდეგი სტატიასად იტალია და სად სირიაში დაღუპული რუსი სამხედრო?! (ვიდეო)