პოლონეთი რუსეთისგან კაჩინსკის თვითმფრინავის ჩანაწერებს ითხოვს

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსულ მხარეს მოთხოვნა გაუგზავნა ვარშავას გადასცეს თვითმფრინავ Ту-154-ის თვითჩამწერები, რომლითაც პრეზიდენტი კაჩინსკი და მთავრობა სმოლენსკთან ჩამოვარდა.
როგორც ირკვევა, თხოვნა ეხება კომენტარს, რომელიც ვლადიმირ პუტინმა დიდი პრესკონფერენციის დროს თქვა: “მე პირადად წავიკითხე პილოტის და გარდაცვლილი პრეზდენტის დაცვის დიალოგი, რომელიც მფრინავის კაბინაში შევიდა. პირადად წავიკითხე. მფრინავის კაბინაში შესული ადამიანი (არ მახსოვს მისი გვარი, მისი გვარი მითითებულია) დაჯდომას ითხოვს. პოლოტი პასუხობს: “არ შემიძლია, დაშვება შეუძლებელია”. რაზეც კაბინაში შესული ადამიანი ამბობს: “მე ამას ვერ მოვახსენებ ხელმძღვანელობას. გააკეთე რაც გინდა. დაჯექი” – თქვა რუსეთის ლიდერმა.

პოლონეთი ამტკიცებს, რომ მისთვის გადაცემულ მასალებში მსგავსი ეპიზოდი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა პოლონური მხარე ან შეცდომაში შეიყვანა და მას არასწორი სტენოგრამები და ჩანაწერები გადასცა, ან პუტინმა მოიტყუა.

პოლონეთის თავდაცვის ძალების თვითმფრინავი Ту-154 2010 წლის 10 აპრილს რუსეთში, სკოლენსკში ჩამოვარდა. შედეგად დაიღუპა 96 ადამიანი, მათ შორის, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი და მისი მეუღლე. საერთაშორისო საავიაციო კომიტეტმა მომხდარს პილოტის შეცდომა უწოდა. პოლონეთი მომხდარში რუს დისპეტჩერებს ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“ რეზოლუციის პროექტი დაამტკიცა
შემდეგი სტატიაფილიპინების პრეზიდენტმა ამერიკის ელჩებს “აგენტები” უწოდა