პოლონელი მინისტრი: რუსეთი ,,მისტრალებს,, აფიორის გზით იბრუნებს

polonetis-ministriპოლონეთის თავდაცვის მინისტრის ანტონი მაცერევიჩის განცხადებით, ,,მისტრალის,, ტიპის 2 ავიამზიდს, რომელიც რუსეთმა საფრანგეთისაგან შეიძინა და უკრაინის კრიზისის გამო საფრანგეთმა ეს გარიგება ჩაშალა, რუსეთი აფიორის გზით უკან იბრუნებს…
,,ასოშეიტებ პრესის,, ცნობით, პოლონელი მინისტრი ეგვიპტურ-რუსულ აფიორაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც ,,საფრანგეთ-რუსეთის ჩაშლილი გარიგების შემდეგ, ეგვიპტემ რუსული ფულით და რუსეთის დავალებით ფრანგებისაგან ზემოაღნიშნული გემები შეიძინა და ახლა მას სიმბოლურ ფასად 1 დოლარად ისევ რუსებზე ჰყიდის,,
განცხადება ამის შესახებ, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა 20 ოქტომბერს გამართულ პოლონური სეიმის დებატებში გააკეთა.
პოლონელი მინისტრის განცხადებით, თუ ეგვიპტე ,,გადააგდებს,, რუსებს და ჩაშლის ამ გარიგებას, ,,ეს იქნება სასარგებლო ნაბიჯი მთელი მსოფლიოსთვის და კარგი გაკვეთილი რუსებისთვის,,
მაცარევიჩის განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინიტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკომ უპასუხა… კონაშენკომ მაცერევიშის განცხადებას ,,ეგზალტირებული მინისტრის თვითპიარით დაკავება,, უწოდა და აღნიშნა, რომ ამ მინისტრის მსგავსი განცხადებები პოლონეთის პრობლემაა და არა რუსეთის.

banner
წინა სტატიაში1 ტომარა ფქვილი და 30 ლარი
შემდეგი სტატიაორივე ჯარისკაცის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის მძიმეა