პოლოენთი 8,5 მილიონ ევროს გამოყოფს ჯარისკაცების ჭარბცხიმიანობასთან საბრძოლველად

14პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტრო 37 მილიონ ზლოტს (8,5 მილიონი ევრო) გამოყოფს ჯარისკაცებში ჭარბცხიმიანობასთან საბრძოლველად და იმისათვის, რომ მათ სწორად კვება ასწავლონ – ადგილობრივი მედია წერს.
ვარშავას უმაღლესი ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის ინსტიტუტის მონაცემებით, პოლონელი ჯარისკაცების დაახლოებით 60 % ჭარბი წონისგან იტანჯება. ექიმების თქმით, ეს არაჯანსაღი საჭმელითა და უმოძრაობით არის გამოწვეული.
როგორც კვლევებით დადგინდა, ყველაზე ხშირად ცხიმიანობის პრობლემა 25-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს აწუხებთ. კვლევებითვე გამოჩნდა, რომ აღნიშნული პრობლემა ასევე ეხებათ პოლიციის და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებს.

banner
წინა სტატიაშიტრამპი და კლინტონი არიზონას პრაიმერიზე გავიდნენ
შემდეგი სტატიამოკლე ისტორია კატაზე, რომელიც მამაკაცების საცვლებს იპარავს