პოლიტპატიმრის სტატუსი განაჩენის გადახედვის დროს, შესაძლოა ახლად გამოვლენილ გარემოებად ჩაითვალოს

პოლიტპატიმრის ან პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი განაჩენის გადასინჯვისთვის შესაძლოა ახლად გამოვლენილ გარემოებად ჩაითვალოს.

ამის შესახებ პარლამენტის ადმიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ. ცვლილებების ინიციტორი კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია.ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანად მომზადდა.

კანონპროექტის მიხედვით, პოლიტპატიმრის ან პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი ახლადგამოვლენილ გარემოებად ჩაითვლება, თუ ეს განაჩენი გამოტანილია ამ დადგენილების მიღებამდე, ან შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოში წარდგენილი იქნება 2017 წლის პირველ ივნისამდე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზა განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შემდეგი სტატიაექსკლუზივი- რუსეთში ჯაშუშობაში ბრალდებული ქართველი ეკატერინე ხარებავა გაანთავისუფლეს