,, პოლიტიკური სისტემა, რომელშიც არის მხოლოდ ორი მხარე, უკვე მოძველდა ჩვენი პოლიტიკური კულტურისთვის”

საქართველოს პრეზიდენტი კოლიცია “ქართულ ოცნებაში”  განვითარებულ მოვლენებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოეხმაურა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,  კოალიცია ხელისუფლების შვიდობიანი გზით შეცვლის მიზნით შეიქმნა და მან თავის მიზანს მიაღწია.

ამასთან, პრეზიდენტი დადებითად აფასებს არჩევნებზე რამდენიმე სერიოზული მოთამაშის გამოჩენის შესაძლებლობას.

“კოალიცია შეიქმნა იმისთვის, რომ ოპოზიციას მშვიდობიანი გზით შეეცვალა წინა ხელისუფლება. კოალიციამ ამ მიზანს ძალიან კარგად გაართვა თავი. თუმცა, ამ არჩევნებზე საუბრისას, მე არაერთხელ მითქვამს, რომ პოლიტიკური სისტემა, რომელშიც არის შავი და თეთრი, მხოლოდ ორი დაპირისპირებული ძალა, უკვე მოძველდა ქართული პოლიტიკური კულტურისთვის. ჩვენს ამომრჩეველს უნდა შევთავაზოთ ბევრად უფრო მრავალფეროვანი პოლიტიკური არჩევანი. მე ვფიქრობ, რომ იმ ფონზე, როდესაც ჩვენ მივიღებთ არაერთ სერიოზულ მოთამაშეს ამ არჩევნებზე, ამომრჩეველსაც ექნება შესაძლებლობა,  უფრო უკეთ აირჩიოს თავისი მომავალი წარმომადგენლები პარლამენტში”,-აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიომბუდსმენმა 2015 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში პარლამენტს წარუდგინა
შემდეგი სტატიათურქეთში მორიგი ტერაქტი მოხდა