პოლიტიკური მოტივი უბრალოდ წარმოუდგენელია – მიხეილ გიორგაძე “რუსთავი 2”-ის საქმეზე

რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინების შეფასებისგან თავს იკავებენ მინისტრთა კაბინეტის წევრები.

კულტურის მინისტრი საკითხზე საუბრისას ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასება მის კომპეტენციას სცილდება, თუმცა მიხეილ გიორგაძე ამავდროულად გამორიცხავს პოლიტიკურ მოტივს და საქმით ხელისუფლების დაინტერესებას.

„უზენაესი სასამართლოს შეფასებას მთხოვთ, რაც ბუნებრივია, ჩემი კომპეტენცია არ არის. ყოველთვის ვამბობდი იმას, რომ მთავრობა დისტანცირებული იყო და არის ამ პროცესისგან, ასე რომ, ამასთან დაკავშირებით ვერ გეტყვით ვერაფერს. როგორც არა ერთხელ ითქვა, მთავრობა არ ერეოდა ამ პროცესში, შესაბამისად, პოლიტიკური მოტივი აქ უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ იყოს,“ – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

banner
წინა სტატიაშიცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი 3 დღე ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს
შემდეგი სტატიამოსამართლეს არ აქვს უფლება იმაზე მეტი განმარტება გააკეთოს, რაც წერია – მოსამართლე ძლიერაშვილი “რუსთავი2”-ის საქმეზე