პოლიტიკური ერთობა “ახალი საქართველოს” საარჩევნო სია პრაიმერით შეირჩევა

პოლიტიკური ერთობა “ახალი საქართველო” საკრებულოს კანდიდატების სიას ცესკოში დღეს წარადგენს. საკრებულოს პროპორციული სიის რიგითობას და სიის პირველ ნომერს 150-მდე დელეგატი პრაიმერის წესით შეარჩევს. გაიმართება დებატები სიის პირველი ნომრის შესარჩევად.

„პირველი პრეცედენტია, როდესაც სიის პრაიმერი ტარდება საარჩევნო პროცესში. რაიონების მიერ შერჩეული დელეგატები თბილისის მასშტაბით, უკვე დღეს ხმას მისცემენ კონკრეტულ ადამიანებს და რამდენ ხმასაც მიიღებენ, იმის მიხედვით განაწილდებიან საარჩევნო სიაში. ცალკე გვაქვს გამოყოფილი სიის პირველი ნომრების პრაიმერი, დებატები გაიმართება და საბოლოო გადაწყვეტილება ამის შემდეგ იქნება,“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ანდრიაძის მიმართვა პარლამენტს – შესაძლოა, კანონმდებლებმა საკითხზე იმსჯელონ
შემდეგი სტატიაამერიკელი პროფესორების საჯარო ლექციები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში