„პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ლაპარაკი ზედმეტია“ – სოზარ სუბარი „ცენტრ პოინტის“ საქმეზე

„ცენტრ პოინტის“ საქმეზე შეფასებები კეთდება მთავრობის რიგებში. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს აღნიშნულ საქმეზე ბრადლებულ მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქართველოს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი აღნიშნულ საქმეში პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ვერ ხედავს:

„ანგარიშსწორებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მე პირადად წარმოვადგენ იმ უწყებას, რომელთანაც შემოტანილი ჰქონდათ 5 პროექტი, გულწრფელად ვცდილობდი, რომ რომელიმე მათ პროექტს გაემარჯვა და დევნილებისთვის სახლები აეშენებინათ, მაგრამ არაფერი გამოვიდა არცერთ შემთხვევაში, რადგან ერთ კონკრეტულ შემთხვევაშიც კი, სადაც დამტავრებული იყო შენობა, იმდენად აბსურდულ დოკუმენტაციამდე მივედით, რომლის გასწორებასაც შესაძლოა ათეულობით წელიც კი დასჭირვებოდა, როდესაც ვინე საუბრობს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, ნამდვილად არ მინდა ვინმე იჯდეს ციხეში, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ქალებზე, მაგრამ შესაძლოა კითხონ იმა დამაინებსაც, რომლებიც მიჩნეულნი არიან დაზარალებულად სასამართლოს მიერ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაში„ვენდობით სასამართლოს გადაწყვეტილებას“ – ალექსანდრე ჯეჯელავა „ცენტრ პოინტის“ საქმეზე
შემდეგი სტატიარეალობას ჩვენი შიდა კვლევები ასახავს – სუბარი IRI-ს არ ენდობა