“პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, ხელისუფლება უკანონო გზით ჩაიგდოს ხელში, უნდა მოიკვეთოს პოლიტიკიდან”

გიგლა აგულაშვილი– მოსამართლეთა კოლეგიამ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო

გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ყველა პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, ხელისუფლება უკანონო გზით ჩაიგდოს ხელში, უნდა მოიკვეთოს ქართული პოლიტიკიდან.

მისი თქმით, ყველა ადამიანი, პოლიტიკური ჯგუფი, ინდივიდი პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, ხელისუფლება უკანონო გზით ჩაიგდოს ხელში, ხელი შეუშალოს ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარების გზას, ქართული პოლიტიკიდან უნდა მოიკვეთოს.

“თუ წმინდა სამართლებრივად შევაფასებთ ამ საკითხს, ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანოზები და სასამართლო შეაფასებს და ირწმუნებს ან არ ირწმუნებს იმ მტკიცუბულებებს, რომელიც სასამართლოში უნდა იყოს წარდგენილი. მაგრამ მე, როგორც ერთ რიგით მოქალაქეს, მინდა გითხრათ, რომ კითხვის ნიშნები არ მაქვს. მოვლენათა განვითარების ლოგიკა, ისტორია იმ შინაარსის მიმართ, რაც მოვისმინე, ჩემთვის კითხვის ნიშნებს არ ბადებს. ჩემთვის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანი, ყველა პოლიტიკური ჯგუფი, ინდივიდი პოლიტიკოსი, რომელიც ცდილობს, რომ ხელისუფლება უკანონო გზით ჩაიგდოს ხელში, ხელი შეუშალოს ქვეყნის სტაბილური, დემოკრატიული განვითარების გზას, უნდა მოიკვეთოს ქართული პოლიტიკიდან კანონის მთელი სიმკაცრით. თუ გავითვალისწინებთ 2003 წლიდან დღემდე განვითარებულ მოვლენებს, ვის ახასიათებდა და ახასიათებს პროვოკაციები, ჩემთვის ეს არის მოვლენათა ლოგიკური ჯაჭვის ნაწილი”, – განაცხადა აგულაშვილმა.

გარემოს დაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ ყველა კანონმორჩილ ადამიანს აქვს ვალდებულება, იქ მივიდეს, სადაც არსებობს კითხვები, მით უმეტეს, ასეთი ძალიან მძიმე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.

“როგორც მოვისმინე, მათ მოითხოვეს, რომ გამოძიება მათთან მივიდეს – არ გამივრიცხავ, რომ ეს ასეც გაკეთდეს, რადგან სახელმწიფო და ქვეყნის ინტერესები, დემოკრატიის განვითარების ინტერესები ზუსტად მოითხოვს იმას, რომ ამ შემთხვევაში, არ შევიდეთ ამ ადამიანებთან კინკლაობაში და მივიღოთ აბსოლუტურად ყველა ზომა იმისთვის, რომ მთლიანად საზოგადოება ლოგიკურ-სამართლებრივ დასკვნებამდე მივიდეს”, – განაცხადა აგულაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობის” წევრების დაკითხვაზე დაბარებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ.

როგორც ცნობილია, გუშინ, “იუთუბზე”, მომხმარებელმა Gეორგიაღეალიტყ-მ გამოაქვეყნა საუბრის ჩანაწერი, რომლის აღწერაში ვკითხულობთ: სახელმწიფო გადატრიალების გეგმა სააკაშვილის ხელმძღვანელობით. საუბარში მონაწილეობენ მიხეილ სააკაშვილი. გიგი წერეთელი, აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი და აკაკი მინაშვილი.

ამასთან დაკავშირებით, სუს-მა გამოძიება დაიწყო და პარტიის ლიდერები, დაკითხვაზე დაიბარა, თუმცა ისინი კონტრდაზვერვის დეპარტამენტში, საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლის მოტივით, მისვლას არ აპირებენ. ამასთან, ისინი პოლიტიკური გაერთიანების ცენტრალურ ოფისში, თავად სუს-ის წარმომადგენლების მისვლა მოითხოვენ.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი: რატომ მომიტანეს დაკითხვის უწყება მე და არა სხვა ირმას, ჩანაწერში ჩემი ხმაც კი არ ისმის
შემდეგი სტატიაზურა ჯაფარიძე: ვერ ვხედავ იმ მოცემულობას, რომ არჩევნები ტოტალურად ყალბდებოდეს