პოლიტიკიდან ირაკლი ალასანიას წასვლის შემდეგ, „თავისუფალ დემოკრატებში“ რეორგანიზაცია განხორციელდება

პოლიტიკიდან ირაკლი ალასანიას წასვლია შემდეგ „თავისუფალ დემოკრატებში“ რეორგანიზაცია განხორციელდება.

ირაკლი ალასანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „თავისუფალი დემოკრატების“ მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა გითხრათ, რომ ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ ველოდებოდით არჩევნების შედეგების ძირითადი ნაწილის გამოცხადებას, ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ვიდრე არ მოხდებოდა წინასწარი შედეგების შეჯამება არ გაგვეკეთებინა განცხადება. მთელ საქართველოს, მხარდამჭერებს მადლობა. მინდა, ჩვენ პარტიას, „თავისუფალი დემოკრატების“ ყველა წევრს ვუთხრა მადლობა, რომ წლების განმავლობაში არ ურიგდებოდით უსამართლობას, არ დაგვიკარგავს, არც პოლიტიკური, არც ადამიანური სახე, მიუხედავად ბევრი სირთულისა. გვქონდა მარცხი, გამარჯვებები, მაგრამ ვიყავით ერთად. ეს იყო ყველაზე დიდი სახასიათო ნიშანი, რითაც სხვა პარტიებისგან გამოგვარჩევდნენ. შედეგი, რომელიც დავინახეთ, მოქალაქების არჩევანი, ჩვენთვის არის მოცემულობა. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეგმები კომპეტენტური ხალხის მიერ მომზადებული, რომლის განხორციელება ჩვენს ქვეყანას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანდა“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მისივე თქმით, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ უნდ გაიაზრონ რატომ დადგა ეს შედეგი.

„ამას აქვს თავის მიზეზები, რომელსაც პირველ რიგში თვითკრიტიკულად უნდა მივუდგეთ და დავიწყოთ რეორგანიზაცია პარტიის განახლება და დაგეგმვა ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენი მონაწილეობის. მქონდა გუშინ დღეს ჩემს თანმანებრძოლეებთან შეხვდები, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დემოკრატები, რომელიც ღირებულებეზეა დაფუძნელბული სერიოზულად მოვემზადებით, გავაგრძელებთ ბრძოლას ადგილობრივი და შემდგომი არჩევნებისთვის, დარწმუნებული ვარ მომავალ არჩევნებზე ბევრად უფრო დიდ შედეგს დავდებთ“, – განაცხადა ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიცესკო: ვიმსჯელებთ, ხმათა 4.998% არის თუ არა საკმარისი ბარიერის გადასალახავად
შემდეგი სტატია“საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებებს „ქართული ოცნება“ ერთპიროვნულად შეიტანს”