პოლიტიკა საქართველოში მოკვდა, ან კომაშია

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

„პოლიტიკა საქართველოში მოკვდა, ან კომაშია,“ – გია ხუხაშვილმა, განსხვავებული აქცენტების პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას რესურსები მონოპოლიზებულ აქვს, რაც ოპოზიციას არათანაბარ პირობებში აყენებს. გია ხუხაშვილმა ბიძინა ივანიშვილის შესახებაც ისაუბრა.

„არ არსებობს სრულფასოვანი ოპოზიციური პარტია, რომელსაც ელექტორალური განვითრების საშუალება აქვს. ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე ეფექტური ძალა, მაგრამ მას არა აქვს ელექტორალური ზრდის პოტენციალი. ამ ისტორიულ მოცემულობაში სხვა პარტიები საერთოდ არ არსებობენ და თვითონ სახელისფულებო პარტიაც არ არსებობს. არსებობს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი – ბიუროკრატების უცნაური დაჯგუფება, რომელიც ხელისუფლებასთან შეზრდილები არიან, იდეოლოგია არა აქვთ, გარადა თავიანთი ჭიის გახარებისა, ერთმანეთიც არ უყვართ, ეზიზღებათ. ეს არ არის კლასიკური ტიპის პარტია, ეს არის ბიუროკრატების კრებული, რომელიც დაიშლება იმ დღესვე, როგორც კი ქართული ოცნება ხელისუფლებას დაკარგავს. ბიძინა ივანიშვილის ნიშნით მიდის პოლიტიკური პროცესი, ძალის ცენტრად საზოგადოება მას აღიქვამს და ქართულ ოცნებას ეს მდგომაროება მოსწონს, კომფორტულად გრძნობს და პარაზიტირებს მის რესურსებზე. ყველაფერი ბიძინა ივანიშვილს ბრალდება, ეს სიტუაცია ქართულ ოცნებას აწყობს. უპასუხისმგებლო ხელისუფლება მივიღეთ,“ – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
ხუხაშვილი მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე გიორგი კვირიკაშვილის მიერ გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.

გია ხუხაშვილმა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.

„ეს არის აბსურდის კიდევ ერთი სერია. პრემიერი ჩვენ იმისთვის არ დაგვიქირავებია, რომ კამერებთან დაჯდეს და იწუწუნოს, თუ ხედავს პრობლემას, უნდა იფიქროს, როგორ გადაწყდეს. ქართული ოცნება ნუ იტყვის, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არ ერევიან. სისტემა არის იგივე, სასამართლო პოლიტიზირებული იყო ყოველთვის, მუშაობდა პოლიტიკურ დაკვეთაზე. კოლექტიური მურუსიძე იყო შემსრულებელი. იუსტიციის საბჭოში, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მარტო მოსამართლეებს არ მიუღიათ ეს გადაწყვეტილება, იქ იჯდნენ ქართული ოცნების მიერ დანიშნული წევრები, რომლებმაც კენჭი უყარეს იმ ადამიანებს, კვირიკაშვილის წარმომადგენლები იჯდნენ იქ, ვის საყვედურობს, თავის თავს?“ – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგელა დუმბაძემ უკრაინის ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
შემდეგი სტატიავარკეთილში მცხოვრებმა 24 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა