პოლიციელის მკვლელობის გამო, თელავში ხვალისთვის დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა

თელავში ხვალისთვის დაგეგმილი ყველა საახალწლო ღონისძიება გაუქმდა. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბარში კახეთის რეგიონის გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა გააკეთა.
შიოლაშვილის განმარტებით, ღია ცის ქვეშ დაგეგმილი საახალწლო კონცერტისა და სხვა ღონისძიების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება პოლიციელის მკვლელობის გამო მიიღო.
როგორც ცნობილია, რამდენიმე საათის წინ, თელავში, პოლიციის შენობის ეზოში ერთი პოლიციელი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის ადგილობრივი ახალგაზრდაა
შემდეგი სტატიაირაკლი აბესაძე: სირცხვილია, როდესაც თბილისის მერმა უარი თქვა ამ ადამიანებისთვის ხელფასის გაზრდაზე