პოლიციელის მიერ მოკლული ამერიკელის ოჯახს კომპენსაციად 4 დოლარი დაუდგინეს

30 წლის მამაკაცის ოჯახი, რომელიც 4 წლის წინ შერიფის თანაშემწემ მოკლა ფლორიდის ერთ-ერთ მხარეში, ძალადობრივი სიკვდილის შესახებ საჩივრის საფუძველზე კომპენსაციად 4 დოლარს მიიღებს, თუმცა, ეს თანხაც არ გაიცემა.
გრეგორი ვონ ჰილ-უმცროსი 2014 წლის 14 იანვარს მოკლეს საკუთარ ავტოსადგომში, მაშინ, როცა ხმაურის გამო გამოძახებული პოლიცია მივიდა ადგილზე.
ის იარაღთან ერთად იპოვეს, თუმცა, უცნობია, მკვლელობის მომენტში ის მას ხელში ეჭირა თუ არა. ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, მისი მკვლელობისას ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია, რადგანაც ის მთვრალი იყო.

პოლიცია გამოიძახა ადამიანმა, რომელსაც საკუთარი შვილი სკოლიდან გამოყავდა, მან ხმამაღალი მუსიკა გაიგო, რომელიც ავტოსადგომიდან ისმოდა. კრისტოფ ნიუმანი და მისი კოლეგა სახლში გამოცხადდნენ და ავტოსადგომის კარებზე დააკაკუნეს. გრეგორი ვონ ჰილ-უმცროსმა, რომელიც პროფესიით საწყობის მუშა იყო, კარები გამოაღო და მაშინათვე დაკეტა, როცა პოლიციელები დაინახა.
ამ მომენტში ერთ-ერთმა პოლიციელმა ოთხჯერ ისროლა. სამი ტყვია მოხვდა მამაკაცს, მათგან ერთი – თავში.
მოსამართლემ ნაფიც მსაჯულებს კითხა, ამ სიტუაციაში დაირღვა თუ არა მოკლულის საკონსტიტუციო უფლებები და თუკი კი, რამდენი უნდა გადაუხადონ მის ოჯახს კომპენსაციის სახით. მსაჯულებმა მსჯელობის შემდეგ დაადგინეს, რომ ოჯახის წევრებს თითო დოლარი უნდა გადაუხადონ – ერთი დედას და დანარჩენი სამ შვილს, მათ შორის იგულისხმება დაკრძალვის ხარჯები.
ნაფიცმა მსაჯულებმა დაასკვნეს, რომ მკვდარი 99%-ით პასუხისმგებელია საკუთარ სიკვდილზე, შესაბამისად, შერიფის ოფისმა უნდა აანაზრაუროს ზარალის მხოლოდ 1%.

გარდაცვლილის მეუღლემ გადაწყვეტილებას “სულის განმგმირავი” უწოდა “New York Times”-თან საუბარში. “ვფირობ, მათ ჩვენი დაცინვა უნდოდათ” – გარდაცვლილის ადვოკატმა თქვა.

“შერიფის თანაშემწე ნიუმანი ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. მან ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ თავისი კოლეგის უსაფრთხოება დაეცვა” – შერიფის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც სასამათლომ დაადგინა, რადგანაც მოკლული 99%-ით თვითონ არის მომხდარზე პასუხისმგებელი, პოლიციამ მის ოჯახს მხოლოდ 1% უნდა გადაუხადოს კომპენსაციად დანიშნული თანხდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოჯახმა უნდა მიიღოს არა 4 დოლარი, არამედ 4 ცენტი.

ადვოკატმა ოჯახის დახმარების ფონდი შექმნა, სადაც უკვე შეაგროვეს 15 ათასი დოლარი.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშიესპანეთის ახალმა პრემიერმა ფიცი დადო, მაგრამ ითხოვა ბიბლია და ჯვარი არ მოეტანათ
შემდეგი სტატიაზაზა სარალიძე საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს