სამართალდამცავებმა პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული პირები დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულების დაკავება შემთხვევიდან რამდენიმე საათში მოხდა და დაკავებულია 3 პირი. პოლიციელის დაჭრის ფაქტს პროკურატურა იძიებს. პოლიციელი გვიან ღამით საბურთალოს ქუჩაზე დანით დაჭრეს. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცოა ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.