“პოლიციას და სამართალდამცველებს ეშინიათ კრიმინალის” – აკაკი მინაშვილი

პარლამენტში ცოტა ხნის წინ პირველი მოსმენით 73 ხმით დამტკიცდა მოწმეთა დაკითხვის წესი.

„ამ კანონის მიღებით, ჩვენ სისხლის სამართლის პროცესში მკვეთრად ვემიჯნებით კომუნისტურ და პოსტ კომუნისტურ წარსულს, რადგან ამიერიდან მოწმე აღარ იქნება ვალდებული მისცეს ჩვენება საგამოძიებო ორგანოს,“ – აღნიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ.

ოპოზიციამ ამ საკითხს მხარი არ დაუჭირა. მათი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ წარმოდგენილი კანონპროექტით შეჯიბრობითობის პრინციპი დარღვეულია. გარდა ამისა, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე მოწმის დაკითხვას დაცვის მხარე არ ესწრება, რაც ასევე მიუღებელია საპარლამენტო უმცირესობისთვის.

“პოლიციას და სამართალდამცველებს ეშინიათ კრიმინალის, რადგან მათ აქვთ პრივილეგიები, ხდება აეროპორტიდან მათი გაცილება. აჭარაში, ვინმე მინდია გორაძე ბატონობს და მართავს სამართალდამცავ სისტემას. ეს არის მთავარი პრობლემა დანაშაულთან ბრძოლის და არა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი,“ – განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა აკაკი მინაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში ჩინურური კომპანიების მონაწილეობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს
შემდეგი სტატიაჰონდურასის ნაკრების ფეხბურთელი მოკლეს