პოლიციამ ტრამპის წინააღმდეგ აქციის 150 მონაწილე დააპატიმრა

12ლონ-ანჟელესის პოლიციამ ახლადარჩეული პრეზიდენტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის 150 მონაწილე დააპატიმრა. ქალაქის ქუჩებში გამოვიდა აქციის დაახლოებით 3 ათასი მონაწილე. პოლიცია დემონსტრანტებს არა ერთხელ დაპირდა არალეტალური იარაღის გამოყენებას.
დღესვე ორეგანოს შტატში, ქალაქ პორტლენდში ანალოგიურ აქციაში ერთი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა, სროლა მორისონის ხიდზე მოხდა, სადაც დემონსტრანტები უკვე მესამე დღეა იკრიბებიან. მომიტინგეები სკანდირებენ “ჩვენ ახალადარჩეულ პრეზიდენტს არ ვაღიარებთ”, “ტრამპი კლოუნია! ააშენე კედელი და ჩვენ მას დავანგრევთ! ”
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართა.

banner
წინა სტატიაში“ადმირალი კუზნეცოვი” სირიის ნაპირებს მიადგა
შემდეგი სტატიაპროფესორი, რომელმაც ტრამპის გამარჯვების პროგნოზი გააკეთა, მის იმპიჩმენტს წინასწარმეტყველებს