პოლიციამ ინგლისელ მინისტრს სამსახურში ველოსიპედით სიარული აუკრძალა

ბრიტანეთის პოლიციამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ბორის ჯონსს სამსახურში ველოსიპედით სიარული აუკრძალა.ამის შესახებ ინფორმაციას The Sun-ი აქვეყნებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ორბორბლიანი ჯანსაღი ტრანსპორტის მოყვარულ ბორის ჯონსს სამსახურეობრივ ავტომობილზე მოუწევს გადაჯდომა, რადგან პოლიცია ამას მოითხოვს. ჯონსისთვის ველოსიპედით მგზავრობის აკრძალვა კი – სულაც არ გახლავთ ბრიტანული პოლიციის ახირება. პოლიცია შიშობს, რომ შესაძლებელია ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უწყების ხელმძღვანელი, ტერორისტების სამიზნე გახდეს.
როგორც გამოცემა იუწყება, ჯონსში გაღეზიანება გამოიწვია პოლიციის გადაწყვეტილებამ, თუმცა საბოლოოდ კომპრომისზე წასვლა მოუწია.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: პრაქტიკულად, დარწმუნებული ვარ, რომ სანდრაც ჩვენ გვერდით იქნება
შემდეგი სტატიასააკაშვილის მიერ შექმნილ ,,იუსტიციის სახლს,, ოდესაში, პოროშენკო ხურავს