პოლიციამ იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული, გიორგი ფ.  პოლიციამ მცხეთაში, ჯვრის დასახლებაში აიყვანა.

სამართალდამცველებმა, გიორგი ფ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ჩე-ზე-ს ტიპის, არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიეკვადორში მიწისძვრის მსხვერპლი 77-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიადამანგრეველ მიწისძვრას ეკვადორში 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა