პოლიცია: ინგლისის სუინდონში კვირაში 30 ბორდელი იხსნება

ინგლისის ქალაქ სუინდონში ყოველ კვირას 30-მდე ბორდელი იხსნება – უილტშირის საგრაფოს პოლიცია ავრცელებს. სამართალდამცველების თქმით, საერთო ჯამში სულ 40-მდე უცხოელი ქალი მუშაობს ბორდელებში, რომლებიც ინტენსიურად გადაადგილდებიან.
ისინი ბინებს ქირაობენ ერთი დღით ან ერთი კვირით, რომლის შემდეგაც სხვა ადგილზე გადადიან. პოლიციის მონაცემებით, დროებით ბორდელებს დანაშაულებრივი ჯგუფები აკონტროლებენ, რომლებიც პოლონეთიდან და რუმინეთიდან ჩასულ არალეგალებს ამუშავებენ. თავდაპირველად, მათ მაღალანაზღაურებად სამუშაოს პირდებიან, სინამდვილეში კი აიძულებენ პროსტიტუციით დაკავდნენ. მომსახურეობების შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში ქვეყნდება, ერთკვირიანი “მუსაობის” შემდეგ კი სხვა სახლს ქირაობენ.
პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას თხოვს მათ მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურონ, რაიმე სახის ინფორმაციის ქონის შემთხვევაში.
ბრიტანეთში საროსკიპოები ოფიციალურად დაშვებული არ არის – ავრცელებს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაში13 წლიანი პატიმრობა ტრანსგენდერის მკვლელობისთვის-პროკურატურის განმარტება
შემდეგი სტატიამარინ ლე პენმა თავისი საპრეზიდენტო კამპანია ოფიციალურად დაიწყო