ფლორიდაში გამოცხადებულმა “საუდის პრინცმა” მილიონები მოიპარა და გაება

აშშ-ს ფლორიდას შტატში დამნაშავედ ცნეს თაღლითი, რომელიც ამბობდა, რომ საუდის პრინცი იყო – Associated Press-ი წერს. 47 წლის ენტონი ჯიგნაკმა აღიარა, რომ ადგილობრივ ბიზნესმენებს ატყუებდა და მათგან მილიონობით დოლარის “ინვესტიციას” იღებდა – მაიამის ფედერალურმა პროკურორმა გაავრცელა.
მამაკაცს ყავდა ავტომანქანა Ferrari, რომელსაც დიპლომატიური ნომრები ჰქონდა, ის ქალაქში სასტუმროს ყიდვას აპირებდა, მის სახლთან კი ეკიდა აბრა წარწერით “სულთანი”. პროკურორის თქმით, ჯიგნაკს “ციხის გრძელი წლები ელოდება”.
“პრინცს” თანამოაზრე ყავდა – კარლ მარდენ უილიამსი. შეხვედრებზე ის დოპლომატის როლს თამაშობდა. ის ყალბი დიპლომატიური დოკუმენტებით დადიოდა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ინტერნეტ-მაღაზიაში იყიდა.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხამ ევროპის დამეგობრებული ქალაქის სტუმრებს უმასპინძლა
შემდეგი სტატიაუნგრეთში დოკუმენტების არ ქმონე მიგრანტების დახმარებისთვის ციხეში ჩასმას აპირებენ