ფლინს რუსეთის ამერიკის არჩევნებზე გავლენების შესახებ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ იმუნიტეტზე უარი უთხრეს

სენატის დაზვერვის კომიტეტმა დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველს მაიკლ ფლინს შეთავაზებაზე, რუსეთის აშშ-ს არჩევნებზე გავლენის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს, უარი უთხრა – დღეს “ენბისი” ნიუსმა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საქმეებში ყოფილი მრჩეველი მაიკლ ფლინი, რომელიც რუსეთთან საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ სკანდალის შემდეგ სამსახურიდან დაითხოვეს, მზად არის ფიცის ქვეშ თქვას ყველაფერი, რაც მან იცის მოსკოვის მიერ აშშ-ს არჩევნებზე ზეგავლენის შეასხებ. სანაცვლოდ, ფლინი სისხლის სამართლის დევნისგან განთავისუფლებას ითხოვს – “ბიბისიმ” დღეს გაავრცელა.

გუშინ აშშ-ს დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მარკ უორნერმა რუსეთის მთავრობა დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ცდილობდნენ, რომლის შედეგადაც დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. სენატორმა ამის შესახებ გუშინვე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაწყებულ მოსმენებზე განაცხადა.

30 მარტს დილით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რესპუბლიკელი და დემოკრატიული პარტიის ცნობილმა სენატორებმა განაცხადეს, რომ ერთად გამოიძიებენ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის როლს. სენატის დაზვერვის კომიტეტში გამოძიების შესახებ პირველი მოსმენები დაიწყო.
კომიტეტის ხელმძღვანელმა რიჩარდ ბერმა განაცხადა, რომ კომისია პროცესის დროს პოლიტიზირების თავიდან აცილებას შეეცდება. გუშინ 20 ადამიანმა მისცა კომისიას ჩვენებას, სავარაუდოდ, მათ შორის იყო დონალდ ტრამპის სიძეც ჯარედ კუშნერი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის მთავრობა უარყოფს მათ მიერ აშშ-ს საპრეზიდენტო მარათონში რაიმე სახის ჩარევას.

banner
წინა სტატიაშიანი ნადარეიშვილი: „ანგელოზები უნდა დაგიფრთხოთ!“
შემდეგი სტატიაალიევი სარქსიანს ურჩევს სიტყვებს დაუკვირდეს