ფხენიანში 40 წლის მანძილზე პირველად გაიხსნა კორეის შრომის პარტიის ყრილობა

ფხენიანში 40 წლის მანძილზე პირველად გაიხსნა კორეის შრომის პარტიის ყრილობა

ფხენიანიფხენიანში უკანასკნელი 40 წლის მანძილზე პირველად ტარდება შრომის პარტიის ყრილობა, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე ათეული წლის მანძილზე ყველაზე დიდი პოლიტიკური მოვლენაა.
ყრილობაში მონაწილეობას ღებულობს ათასობით დელეგატი, რომლებიც შეიკრიბნენ, რომ ქვეყნის ლიდერს, კიმ ჩენ ინს საკუთარი ქვეშევრდომობა დაუდასტურონ.
სავარაუდოდ, ყრილობის მანძილზე კიმ ჩენ ინი ისევ გამოაცხადებს ქვეყნის ატომური ამბიციების შესახებ. ზოგიერთი ინფორმაციით, ფხენიანი მეხუთე ატომური გამოცდისთვის ემზადება.
„ბიბისის“ კორესპონდენტის ცნობით, რომელიც ფხენიანშია, შენობასთან, სადაც ყრილობა ტარდება, სამხედროები არიან მობილიზებული. დედაქალაქი მორთულია სადღესასწაულოდ, მოქალაქეებს კი შენობასთან ყვავილები მოაქვთ.

banner
წინა სტატიაში1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 7 მაისს 2.2134 ლარი იქნება
შემდეგი სტატიაგორში საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტის შესაძლებლობაზე საუბრობენ