ფხენიანმა წყალქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ წყალქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტა გაუშვა – სააგენტო “იონხაპი” ავრცელებს.
რაკეტა, ადგილობრივი დროით 11,30 წუთზე იქნა გაშვებული – კორეის რესპუბლიკის მეთაურთა შტაბის კომიტეტი ავრცელებს.
მისი ტარექტორია და დაცემის ადგილი ზუსტდება. სავარაუდოდ, რაკეტამ გაშვებისთანავე ნორმალური ტრაექტორიიდან გადაუხვია, რაც გამოცდის წარუმატებლობას ნიშნავს.

შეგახსენებთ, რომ ფხეიანმა 22 ივნისს ორი საჰაერო ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამხრეთ კორეისა და აშშ-ს შეიარაღებული ძალების მონაცემებით, ორივე მათგანი იაპონიის ზღვაში ჩავარდა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელი: ჩვენ ვრჩებით ნატო-სთან ერთად ავღანეთში
შემდეგი სტატია“უსაფრთხოება განვითარების აუცილებელი წინაპირობაა და პირიქით, უსაფრთხოების გარეშე განვითარება არ არსებობს”