ფხენიანმა სეულთან მოლაპარაკებები გააუქმა და აშშ-სთან სამიტის გაუქმებით იმუქრება

ჩრდილოეთ კორეა აშშ-სთან სამიტის გაუქმებით იმუქრება, თუკი ამერიკის ლიდერი დონალდ ტრამპი დაჟინებით მოითხოვს ფხენიანისგან ატომურ იარაღზე უარის თქმას. ჩრდილოეთკორეულმა ოფიციალურმა სააგენტომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: “თუკი აშშ კუთხეში მომწყვდევას შეეცდება და ცალმხრივად იმის მოთხოვნას დაიწყებს, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ატომურ იარაღზე, მაშინ, ჩვენ უკვე არ გვაინტერესებს მოლაპარაკებები და იძულებული ვიქნებით ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ს შორის სამიტის ჩატარების შესახებ შეთანხმებას გადავხედოთ” – “ბიბისი” წერს.

ორ ქვეყანას შორის სამიტი 12 ივნისს სინგაპურში უნდა გაიმართოს.
ამ განცხადებამდე რამდენიმე ხნით ადრე ფხენიანმა სეულთან მოლაპარაკებები გააუქმა, რომელიც მიმდინარე კვირას უნდა გამართულიყო. ორ კორეას შორის პირველი შეხვედრა 27 აპრილს შედგა.

banner
წინა სტატიაშითეთრი ხმაურის მოძრაობა შსს-ში გამართულ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაანა ფრანკის დღიურში სექსზე “უხამსი” ხუმრობები და აზრები იპოვეს