პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს 14:00 საათზე დაიწყება

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 10, 2018 13:16

პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს 14:00 საათზე დაიწყება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველკლასელთა რეგისტრაციას 2018-2019 სასწავლო წლისათვის დღეს 14:00 საათიდან დაიწყებს.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ლია გიგაურმა განაცხადა, რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად:

I ეტაპი: 2018 წელი, 10 აპრილი-27 აპრილი – რეგისტრაცია განხორციელდება სკოლებში. რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში;

I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება სკოლაში 30 აპრილი-7 მაისის ჩათვლით.

II ეტაპი: საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია – 2018 წელი, 8 მაისი-8 ივნისის ჩათვლით.

შესაძლებელი იქნება იმ ბავშვების რეგისტრაცია, ვინც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე emis.ge.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით.

I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.

III ეტაპი: 2018 წელი, 02 ივლისი – 16 ივლისის ჩათვლით – რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.

2018-2019 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. 2018-2019 სასწავლო წელი დაიწყება 17 სექტემბერს.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აპრილი 10, 2018 13:16

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


11,771
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics