“პირველი ტურის დროს რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რაც მეორე ტურში აღარ უნდა განმეორდეს”

ევროპის სახალხო პარტია (EPP) საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს თავი შეიკავოს ძალადობისგან – “პირველი ტურის დროს რამდენიმე ინციდენტი მოხდა, რაც მეორე ტურში აღარ უნდა განმეორდეს”- ნათქვამია განცხადებაში.
EPP ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება 30 ოქტომბერს მშვიდობიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება უზრუნველყოს.
“პოლიტიკურ წარმატებას თან ახლავს დემოკრატიული წესების დაცვის პასუხისმგებლობა. სრულყოფილი დემოკრატია კი გულისხმობს ოპოზიციის უფლებების დაცვას და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას,”- წერს ევროპის სახალხო პარტია.

banner
წინა სტატიაშიIRI: 8 ოქტომბერს საარჩევნო პროცესმა უმეტესწილად, მშვიდობიანად და ინციდენტების გარეშე ჩაიარა
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: დარწმუნებული ვარ, 30 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას