პირველი მარტიდან უცხოეთში რეგისტრირებულ ავტოტრანსპორტზე საქართველოში შემოსვლისას სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება

პირველი მარტიდან უცხოეთში რეგისტრირებულ ავტოტრანსპორტზე საქართველოში შემოსვლისას მესამე პირის მიმართ სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება.

სავალდებულო დაზღვევა საქართველოს მოქალაქეების იმ რისკებისგან დაიცავს, რაც შესაძლოა, უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მხრიდან მიადგეს.

15 დღიდან ერთ წლამდე დაზღვევის პოლისის ფასი მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის 30-295 ლარამდე, ხოლო სატვირთო ავტომობილისთვის 60-600 ლარამდე იქნება.

banner
წინა სტატიაშიგოჩა ენუქიძე: ეს გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გააღრმავებს მეწარმეების ნდობას სახელმწიფოს მიმართ
შემდეგი სტატიასაქართველომ უნდა განავითაროს და დაიცვას თავისუფალი და პლურალისტური მედია