“პირველი გამარჯვება” – მიხეილ სააკაშვილი რადას მიერ საარჩევნო კოდექსის პირველი მოსმენით მიღებას აფასებს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 7, 2017 16:01

“პირველი გამარჯვება” – მიხეილ სააკაშვილი რადას მიერ საარჩევნო კოდექსის პირველი მოსმენით მიღებას აფასებს

მნიშვნელოვანი

  • „ის, რაც რადას წინ ხდება დროული აქციაა, დროული მოთხოვნებიც და ეს ყველაფერი დღეს ნამდვილად არ დასრულდება. ხელისუფლება ემზადება გრძელვადიანი საპროტესტო აქციებისთვის, რადგან იდეა აღარ ეკუთვნის პოლიტიკოსებს. იდეა დღეს ეკუთვნის ხალხს,“ - განაცხადა რადას წევრმა, ვიქტორ ჩუმაკმა.

სხვა სტატიები

კიევში პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტებს ოპოზიციური პარტია “ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერი” მიხეილ სააკაშვილი უკვე შეუერთდა. მიტინგის პარალელურად, რადას სხდომათა დარბაზში ახალ კანონპროექტებს განიხილავენ. პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო საარჩევნო კოდექსი, რაც შენობის გარეთ მყოფი მომიტინგეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო.

რადას დეპუტატების მიერ საარჩევნო სისტემის ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პირველი შეფასება გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს არის პირველი გამარჯვება.

„საარჩევნო კოდექსი, რომლის გაგონებაც არ უნდოდა პარაშენკოს და მის ბანდას, პირველი მოსმენით მიიღეს, ერთი ხმის გადაწონით, პრინციპში ზუსტად მიიღეს, 226-ია აქ უმრავლესობა. ამიტომ, ეს არის პირველი გამარჯვება, მოთხოვნა სამია. ამ გამარჯვებამ ხალხს უნდა აჩვენოს, რომ მობილიზაციას აქვს ძალა. სამშაბათისთვის ძალიან ბევრი ხალხია. სამშაბათ დილას აქ ხალხი მუშაობს და პირველად აქ სამშაბათს დილას რომ შეიკრიბნენ, ორჯერ ნაკლები ხალხი იყო, საღამოს ბევრად მეტი მოვა. დიდი მობილიზაციის გეგმას უახლოეს კვირებზე საღამოს გამოვაცხადებთ. საბოლოო მიზანი არის ხელისუფლების შეცვლა, რა ფორმით, გადაყენებით, იმპიჩმენტით, თავისით წავლენ თუ არჩევნები დაჩქარდება, ეს ხალხის გადასაწყვეტია,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინის რადასთან შეკრებილები აქციების გამართვის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

„ის, რაც რადას წინ ხდება დროული აქციაა, დროული მოთხოვნებიც და ეს ყველაფერი დღეს ნამდვილად არ დასრულდება. ხელისუფლება ემზადება გრძელვადიანი საპროტესტო აქციებისთვის, რადგან იდეა აღარ ეკუთვნის პოლიტიკოსებს. იდეა დღეს ეკუთვნის ხალხს,“ – განაცხადა რადას წევრმა, ვიქტორ ჩუმაკმა.

უკრაინის პარლამენტთან შეკრებილები ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია ხალხის მობილიზება.

„ჩვენ მტერი ახლაც გვიტევს და ნებისმიერი გადაწყვეტილება ისე უნდა მივიღოთ, რომ პუტინის ძალებს თვალი არ მოვაშოროთ, რადგან შეიძლება კიდევ რამდენიმე რეგიონის მიტაცება სცადოს. ახლა საზოგადოების ორგანიზება უნდა მოვახდინოთ, რომ რასაც ისინი მოთხოვენ, სწრაფად შესრულდეს. პუტინს ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ უკრაინის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური ბრძოლა და აქციები ქაოსში გადაიზრდება. ჩვენ კი გვინდა, რომ ამის შემდეგ წესრიგი დამყარდეს, გაძლიერდეს უკრაინის პოლიციაც, უშიშროებაც და ეროვნული გვარდიაც,“ – განაცხადა უკრაინის პარლამენტის წევრმა, იგორ სობოლევმა.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 7, 2017 16:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics